1.5M ratings
277k ratings

See, that’s what the app is perfect for.

Sounds perfect Wahhhh, I don’t wanna

ყოველდღე ვხედავ მომღიმარ ადამიანებს. მათ მიმიკებში ბედნიერება და სიხარულია🌸💛 მოცემულ მომენტში მეც ბედნიერი ვარ ხოლმე, მაგრამ ახლა, როცა მარტო ვარ და შემიძლია ამაზე ვიფიქრო, სასოწარკვეთილება და სევდა მიპყრობს. ადამიანი მხოლოდ ფრაგმენტულადაა ბედნიერი🌸💛 სამწუხაროა, მაგრამ, რაღაც მხრივ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დავაფასოთ ყველაფერი, რაც გვაქვს ან აქამდე გვქონია. ხშირად ისინი ისე არ მექცევიან, როგორც მე ვექცევი მათ. თითქოს მათგან გამუდმებით პასიური აგრესია და სიგრილე მოდის, როცა მე ვცდილობ ყველა ძვირფასი და ღირებული ნაწილი გავუზიარო და ვაჩუქო. ოკეანეს მეხსიერება არ აქვს. ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გამუდმებით იცვლება. “უბრალოდ, მინდა, ყველა გულწრფელად ბედნიერი იყოს!” - ვუთხარი და მოკრძალებით გავუღიმე🌸💛

Oceans have no memory

დღეს ლოგინში დაძინება არ მინდა. იქ ცუდია. როცა ვიღვიძებ უსიამოვნო გრძნობა მაქვს. მინდა მუსიკის პარალელურად ფანჯარაში ვიყურებოდე და ვფიქრობდე. “შენ ძალიან ექსპრესიული ხარ!” - ვუთხარი მე, მან კი გამიღიმა და დამიჯერა. ზოგადად, ასეა. ყოველთვის არაადეკვატურ საკითხებს ვუკავშირებ ერთმანეთს. იცით, რა მაინტერესებს?! აი, ასეთებად, როგორიც მე ვარ, იბადებიან თუ ყალიბდებიან?! ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარი თავის გაცნობის პერიოდი გამოვტოვე. არ ვიცი რა ვიყავი, ან რა ვარ. ერთი ცანცარა, უაზროდ მხიარული და მიამიტი ბავშვი ვიყავი, მერე რაღაც მოხდა. მინდა, გულწრფელად ბედნიერი და ლაღი ვიყო. მინდა, ეს სხვებსაც გავუზიარო. ადამიანები, მათი და ჩემი მათდამი გრძნობები ერთმანეთში ავურიე და ამან გამანადგურა. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა. რაღაც მჭირს. ისეთი კარგი მსახიობიც არ ვარ, რომ ამდენი თამაში შემეძლოს. გამოდის რაღაც ნამდვილად მჭირს. მე შემიძლია დილამდე ვიდგე ამ ფანჯარასთან და ვიფიქრო, მაგრამ ამით რა შეიცვლება?! ისევ იმ მელანქოლიურ არსებად დავრჩები რაც ახლა ვარ. “მე შეგავსებ!” - დამპირდა, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ აპირებს. უცნაური რამეა ეს ცხოვრება. მე იმდენ დეტალს გადავაწყდი, რომ მათ თანმიმდევრობით ვეღარ ვალაგებ. ყველაფერი არეულია. მეც არეული ვარ. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ იმას ვერ მოვკლავ, ვისაც რეალურად არც კი ვიცნობ. გულწრფელად ბედნიერი, მხოლოდ ადამიანების კარგად ყოფნისა და pull up-ების დროს ვარ, რომლებიც ორგაზმს ჰგავს. ასეთი, უცნაური და უინტერესო შედარებები მახასიათებს, ზოგადად. მე არ ვავლენ ზიზღს მათ მიმართ, მე ამას საკუთარი თავის მიმართ ვავლენ. მეზიზღება! იმიტომ, რომ არ ვიცნობ. ეს ბუნებრივიცაა. ადამიანებს ეზიზღებათ მათემატიკა, რადგან მათ ის არ ესმით. არც მე მესმის საკუთარი თავის. მარცენა ხელზე დაწერილი სიტყვა გვქმნის ინდივიდებად და ზუსტად ეს სიტყვა გვანადგურებს. აი, ნახეთ! რაც გვქმნის რაღაცად ის გვკლავს და არაფრის სტატუსს გვანიჭებს. თუ ვიღაც გადაცემათა კოლოფის უკანასკნელი სიჩქარითა და სრული ინექციით იღუპება, სხვას ფიქრები და რეალობა კლავს. იცით, რა რთულია ყოველდღე უცხო გარემოში არსებობა?! ფაქტობრივად, “The walking dead”-ის პერსონაჟებს ვგავარ, რომლებიც გამუდმებით გადარჩენისათვის იბრძვიან. გამოდის, რომ მეც გადრჩენისთვის ვიბრძვი, ნაცვლად იმისა, რომ ამ გაურკვევლობის დასარღვევად ვიბრძოდე. მე მარტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ½ ვარ. სამყაროში ვარ მარტო. სულ ასე იქნება. ალბათ, ასე ძალიან იმიტომ მტკივა ხოლმე, რომ ამას ვაცნობიერებ. გუშინ იმაზე მეტი ვიტირე, ვიდრე შემიძლია ხოლმე. მეც მაქვს გრძნობები და მეც განვიცდი. თუ მე ვამჩნევ მათ, ისინი რატომ ვერ მამჩნევენ მე?! ძალიან დავიღალე. “გლადიატორის პერსონაჟს ვგავარ” - ვუთხარი. თუმცა, მაინც იმედებითა და ოპტიმიზმით ცდილობდა ჩემს შევსებას. გამოვა ასე რამე?! ვფიქრობ, მე უნდა ვისწავლო ამ ყველაფრით ცხოვრება. მელანქოლია ჩემი ერთ-ერთი “სიმახინჯეა”. მიუხედავად იმისა, რომ ის მანგრევს, მაინც მიყვარს. რატომ?! იმიტომ რომ ის ერთადერთია რაც გამაჩნია. ყველაზე ახლოს ისაა ჩემთან. 25-ში შემეძლო ერთი ადამიანის დახმარება, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვიცოდი, ეს რომ გამეკეთებინა, ყველაფერი იმაზე მეტად აირეოდა ვიდრე ახლაა. იმ ღამით, დაძინება გამიჭირდა. ვადანაშაულებდი საკუთარ თავს. “რატომ არ დავეხმარე?!” - გამუდმებით ეს მქონდა თავში. გამოდის, რომ სხვების კარგად ყოფნას საკუთარ თავს ვწირავ?! თუ, მათ ჩემს ყველაზე ძვირფას ნაწილს ვუზიარებ?! არ ვიცი, ამას რა ქვია…მაგრამ სევდიანია.


მე Indigo იმიტომ დავირქვი, რომ იისფერი თაობის ბავშვი ვარ, ჩვენი თაობის.

Emotions